ფეხბურთი

23:14 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიგზმა შესაძლოა "სუონსი" ჩაიბაროს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რაიან გიგზმა შესაძლოა "სუონსი" ჩაიბაროს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, "გედების" ხელმძღვანელობა გუნდის თავკაცს ფრანჩესკო გვიდოლინს დროს აძლევს და თუ იტალიელმა იმედები ვერ გაამართლა, გიგზს სამშობლოში მუშაობის დაწყება მოუწევს.

რაიანს სამწვრთნელო გამოცდილება ასისტენტის როლში უკვე აქვს. უელსელი ლუის ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედში" ორი სეზონი განმავლობაში ეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა კლუბი დატოვა, გიგზის მთავარ მწვრთნელად ხილვის მოლოდინი არსებობდა, თუმცა რაიანმა "მანჩესტერი" 2 ივლისს დატოვა.

ამჟამად "სუონსი" პრემიერლიგაში 5 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093881