ფეხბურთი

22:26 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანოს გოლი O Globo-ს გამოკითხვაში კვირის საუკეთესო სამეულში მოხვდა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელის ჯანო ანანიძის მიერ "ორენბურგის" კარში გატანილი გოლი ბრაზილიური O Globo-ს გამოკითხვაში გასული კვირის საუკეთესო სამ გოლს შორის მოხვდა. ქართველმა ლეგიონერმა მეტოქეს ლამაზი გოლი 69-ე წუთზე გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

სამხრეთამერიკული გამოცემის გამოკითხვაში ქვინსი პრომესის გადაცემის შედეგად ქართველის გოლმა ხმების 18.84% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა. პირველი პოზიცია კი ამავე მატჩში ჰოლანდიელის მიერ გატანილმა პირველმა გოლმა დაიკავა (57.97%). უნდა აღინიშნოს, რომ რუსულმა championat.com-მა ტურის საუკეთესო გოლის ავტორად ანანიძე დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095824