ესპანელმა მცველმა რაულ ალბიოლმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ალბიოლი იტალიურ გუნდში 2013 წელს მადრიდის "რეალიდან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 118 მატჩში 2 გოლი გაიტანა. რაულის სატრანსფერო ღირებულება 8.5 მილიონი ევროა.





