ფეხბურთი

18:39 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიას 7 ტრავმირებული მოუგროვდა

ირლანდიის ნაკრებს 6 ოქტომბერს საქართველოსთან საშინაო მატჩში 7 ფეხბურთელი დააკლდება. დარენ გიბსონისა და ჯეიმს მაკარტის შემდეგ (ორივე "ევერტონში" თამაშობს), მარტინ ონილის გუნდს "ნიუკასლის" შემტევი დერილ მერფიც გამოაკლდა. მას ნაკრებში 23 მატჩი ჩაუტარებია და ერთი გოლი გაუტანია. "რედინგის" ნახევარმცველ სტივენ ქვინს მუხლი აწუხებს.

მათ გარდა, კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებიც ირლანდიელებს ვერ დაეხმარებიან: ცნობილი გარემარბი ეიდენ მაკგიდი, ფორვარდი კევინ დოილი, საყრდენი ენდრიუ პილკინგტონი და მეკარე კეირონ ვესტვუდი.

ისე, ირლანდიელებს სრულფასოვანი შემცვლელები ჰყავთ. საქართველოსგან განსხვავებით, ამ მხრივ არჩევანი აქვთ. ეგეც არ იყოს,ამ 7 ფეხბურთელიდან 4 ვერც სერბეთთან სექტემბრის მატჩში დაეხმარა ნაკრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164152