ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველს ჟერარ პიკეს კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტობა სურს. აღნიშნული ინფორმაცია sport.es-მა გაავრცელა. 29 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს და ჯერჯერობით ესპანელი კარიერის დასრულებას არ აპირებს.
"ბლაუგრანას" საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წელსაა დაგეგმილი და იმ დროისთვის ნაკლებად სავარაუდოა პიკემ კენჭი იყაროს, აი 2027 წელს კი ჟერარი შესაძლოა ესპანური გრანდის მმართველის რანგში მოგვევლინოს.





