ჩოგბურთი

19:43 | 9.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ დალაქიშვილი TENNIS EUROPE JUNIOR MASTERS -ის გამარჯვებულია

14 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ დალაქიშვილი იტალიაში მიმდინარე 2016 TENNIS EUROPE JUNIOR MASTERS -ის გამარჯვებულია.

ევროპის 8 საუკეთესო რეიტინგის მქონე სპორტსმენი მიმდინარე წლის 7-9 ოქტომბერს ერთმანეთს იტალიაში შეეჯიბრა, მარიამი მე-3 ნომრად იყო განთესილი. ნახევარფინალში მისი მეტოქე რუსი ჩოგბურთელი, პირველ ნომრად განთესილი დანიელა მედვედევა იყო, რომელიც ანგარიშით 6-4;6-4 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალში მარიამი სერბ თამარა მალეშევიჩს დაუპირისპირდა , 7-6;6-3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089951