ფეხბურთი

14:38 | 11.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

B ჯგუფი: ფარერების პირველი მარცხი და უდანაკარგო შვეიცარია (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში შვეიცარიის ნაკრები სამი ტურის თავზე უდანაკარგოდ ასპარეზობს. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა გუშინ ანდორას გასვლაზე 2:1 მოუგო, მაგრამ მოკრძალებული ანგარიშის მიუხედავად, მათი გამარჯვება ეჭვქვეშ არ დამდგარა. მასპინძელთაგან 90-ე წუთზე 18 წლის დებიუტანტნმა მარტინეს გუტიერესმა დაასველა ანგარიში.

როგორც იქნა მოიგო უნგრეთის ნაკრებმა – მადიარებმა რიგაში ლატვიის სუსტ ნაკრებს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს. რაც შეეხება ჯგუფის ფავორიტ და ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას – ლუზიტანებმა ფარერებს მისსავე მოედანზე 6:0 გადაურბინეს. ჰეთ-თრიქით გამოირჩა “პორტუს” ფორვარდი ანდრე სილვა. აღსანიშნავია, რომ ფარერებმა ჯგუფის პირველი თამაში წააგო.

ანდორა – შვეიცარია 1:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 შარი (19), 0:2 მეჰმედი (77), 1:2 მარტინესი (90)

ლატვია – უნგრეთი 0:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 გიურსკო (10), 0:2 სჟალაი (77)

ფარერები – პორტუგალია 0:6 (0:3) VIDEO

გოლები: 0:1 ანდრე სილვა (12), 0:2 ანდრე სილვა (22), 0:3 ანდრე სილვა (37), 0:4 რონალდუ (65), 0:5 მოუტინიო (90), 0:6 კანსელო (90)

1. შვეიცარია 3 3 0 0 7:3 9
2. პორტუგალია 3 2 0 1 12:2 6
3. უნგრეთი 3 1 1 1 4:3 4
4. ფარერები 3 1 1 1 2:6 4
5. ლატვია 3 1 0 2 1:4 3
6. ანდორა 3 0 0 3 1:9 0

მომდევნო ტური – 13 ნოემბერი

უნგრეთი – ანდორა

შვეიცარია – ფარერები

პორტუგალია - ლატვია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091666