სხვა

23:39 | 13.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კომპიუტერული თამაშის „რიო-2016" გამარჯვებულთა დაჯილდოება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი კომპიუტერული თამაშის „რიო-2016" გამარჯვებულთა დაჯილდოება.

კომპანია „ფლეშინფოს" მიერ შემოთავაზებული საინტერესო პროექტი განხორციელდა სეოკ-ის ფინანსური მხარდაჭერით. თამაშის სარეიტინგო ცხრილში იყო 3 გრაფა: დღის გამარჯვებული, კვირის გამარჯვებული და თამაშის გამარჯვებული. გამარჯვებულები გამოვლინდნენ მაღალი ქულების მიხედვით და დასაჩუქრდნენ სეოკ-ის მიერ გამოცემული ბეჭდური პროდუქციით, სამახსოვრო მაისურებით და ა.შ.

მთავარი პრიზი გადაეცა ირაკლი რაზმაძეს, კვირის გამარჯვებულთათვის დაწესებული ჯილდოები მიიღეს ნიკა გურინმა, გიორგი გოგიჩაიშვილმა და ირაკლი კაპანაძემ. გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

თამაშის მიზანი იყო მონაწილეთათვის ოლიმპიურ მოძრაობაზე, ქართველ ოლიმპიელებზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტზე და ზოგადად სპორტზე მეტი ინფორმაციის მიწოდება და განათლების გაღრმავება.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

თეგებირიო-2016
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165956