ფეხბურთი

22:48 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა შემადგენლობა დაასახელა, ხამესი "რეალს" ვერ დაეხმარება

მადრიდის "რეალმა" "ბეტისთან" გასამართი ლა ლიგის მერვე ტურის მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. გუნდს მომდევნო შეხვედრაში კაზემირო, სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, ხამეს როდრიგესი და ფაბიო კოენტრაუ ვერ დაეხმარებიან. ფეხბურთელები სარეაბილიტაციო პროცესს გადიან და დარბაზში მსუბუქად დაიტვირთნენ.

კოლუმბიელი ეროვნულ გუნდს სანაკრებო მატჩებში უნდა დახმარებოდა, თუმცა დაზიანება მიიღო და მადრიდში დაბრუნდა. ბრაზილიელმა მარსელომ კი ტრავმა მოიშუშა და "ბეტისთან" თამაშს შეძლებს.

"ბლანკოსის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სევილიურ გუნდთან თამაშის შესაძლებლობა შემდეგ ფეხბურთელებს შეეძლებათ: ნავასი, კასილია, იანესი, კარვახალი, პეპე, ვარანი, ნაჩო, მარსელო, დანილო, კროოსი, კოვაჩიჩი, ასენსიო, ისკო, რონალდუ, ბენზემა, ბეილი, ვასკესი, მარიანო, მორატა.

"ბეტისის" და "რეალის" დაპირისპირება 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16606