მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები ჰოლანდიელი არიენ რობენი და გერმანელი ჰოლგერ ბადშტუბერი "აინტრახტთან" გასამართი ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერთა" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.
ორივე ფეხბურთელი ტრავმირებული გახლდათ და გერმანელს საერთოდ 2016 წლის თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. ჰოლანდიელმა შემტევმა კი მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.





