ფეხბურთი

22:42 | 17.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი “როსტოვის” წინააღმდეგ ძირითადში იქნება

მადრიდის “ატლეტიკომ” დღეს დილას რუსეთში გამგზავრებამდე ბოლოჯერ ივარჯიშა. როგორც ესპანური გამოცემა Marca იუწყება, აღნიშნული წვრთნის დასრულების შემდეგ, დიეგო სიმეონემ საბოლოოდ შეარჩია ის 11 მოთამაშე, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში “როსტოვის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

“გრანადასთან” მოგებული (7:1) მატჩის სასტარტო მოთამაშეებიდან, სიმეონე მხოლოდ ერთი ცვლილების განხორციელებას აპირებს: კევინ გამეიროს ნაცვლად, ფერნანდო ტორესი ითამაშებს.

დღევანდელ ვარჯიშზე არ დაუტვირთავთ იან ობლაკი, რომელსაც მხრის მცირე დაზიანება აღენიშნებოდა და სამწვრთნელო შტაბმა აღარ გარისკა.

Marca-ს ცნობით, “ატლეტიკო” “როსტოვის” წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ხუანფრანი, ლუისი, გაბი, კოკე, კარასკო, კორეა, ტორესი, გრიზმანი.

მადრიდელები ხვალ უკვე “როსტოვის” სტადიონზე ივარჯიშებენ, ხოლო ოთხშაბათს 22:45 წუთზე ნახსენები შეხვედრა დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097187