ფეხბურთი

11:31 | 21.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. პორტუგალიელებმა 34-ე და 58-ე წუთებზე დალაშქრეს ქართველთა კარი, თავი გოლებით ნეუსა ბესუგომ და რიტა ჩეგანკასმა გამოიჩინეს.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვედეთის ნაკრებმა ტურნირის მასპინძელი ბოსნია 5:1 დაამარცხა და ჯგუფს პორტუგალიასთან ერთად 6 ქულით ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ შვედებმა პირველ ტურში საქართველოს ნაკრებს 4:0 მოუგეს.

ქართველები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს, 23 ოქტომბერს, ასევე უქულოდ მყოფ ბოსნიის ნაკრებთან გამართავენ.

პორტუგალია ქ U19 - საქართველო ქ U19 2:0
ბიელინა, „გრადსკი“
პორტუგალია ქ U19: ი. პერეირა, სალვადორი, კოსტა, მარკეში (85’ როდრიგესი), გომეში, ლ. პერეირა (65’ ამადო), ჩაგენკასი, ბესუგო, ინესი, როჩა, ფონსეკა (46’ მონტეირო)
მთ. მწვრთნელი: სუსანა კოვა
საქართველოU19: გაბუნია, კალანდაძე (60’ ანთაძე), ჩხარტიშვილი, ანთაძე, შახკულიანი, შონია, ხაბურძანია, დოლიძე, ნარსია (81’ ხარაიშვილი), კირვალიძე (28’ ნაკვეთაური)
მთ. მწვრთნელი: გივი კვარაცხელია
მსაჯები: კუის ოტტე (ბელგია), ბერენგერე პერარტი (ბელგია), აიდა იუსიფოვიჩი (ბოსნია), ტანია რაჩიჩი (ბოსნია)
გაფრთიხლება: 63’ მარკეში, 74’ ნარსია, 90’ გომეში
გოლები: 1:0 ბესუგო (34), 2:0 ჩეგანკასი (58)

1. შვედეთი 2 2 0 0 9:1 6
2. პორტუგალია 2 2 0 0 5:0 6
3. საქართველო 2 0 0 2 0:6 0
4. ბოსნია 2 0 0 2 1:8 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097145