საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს მაიკლ დიქსონის ათენის აეკი – ბერძნებმა მეორე ტურში ბელგიაში “სპირუ შარლერუას” მოუგეს ადვილად 80:58 და E ჯგუფს ერთპიროვნულად ჩაუდგნენ სათავეში. ათენელებს ორ ტურში ორივე მოგება აქვთ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელს – დიქსონმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 27:07 წუთში 14 ქულას, 1 მოხსნასა და 3 პასს გამორჩა.
მაიკლმა 4-დან ერთადერთი ორქულიანი მოათავსა კალათში, ხოლო 6 მცდელობიდან 4 სამქულიანი გამოიყენა. დიქსონზე შედეგიანად მხოლოდ ორმა კალათბურთელმა ითამაშა აღნიშნულ მატჩში, აქედან ერთი, მისი ხორვატი თანაგუნდელი როკო უკიჩი გახლდათ, ვინც საკუთარ გუნდს 18 ქულა შესძინა.









