ევროლიგის მეოთხე ტურში საკუთარ მოედანზე დასანანი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” – ესპანური გუნდი პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” დაძაბულ მატჩში 90:95 დამარცხდა, არადა, გადამწყვეტი მეოთხედის წინ იგებდა, მაგრამ დასკვნითი ათწუთეული ბერძნულ გრანდთან 16:23 დათმო, რაც შეხვედრის წაგებადაც დაუჯდა.
სასტარტო ხუთეულში ითამაშა თორნიკემ, ვინც პარკეტზე მყოფ კალათბურთელთაგან მოედანზე საუკეთესო იყო შედეგიანობის მხრივ. ქართველმა 28:52 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. შენგელიამ 11-დან მხოლოდ 5 ორქულიანი ჩააგდო, 3-დან ერთი საჯარიმო, ხოლო ოთხი სამქულიანიდან სამი ესროლა ზუსტად.
“ბასკონიას” ევროლიგაში 4 ტურის მერე 2 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილის შუაში იკავებს პოზიციას.









