ჩოგბურთი

10:50 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრო: “ჩემი მიზანია სეზონი ჯანმრთელმა დავამთავრო”

ბაზელის ტურნირის 1/8-ფინალში არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ბელგიელი დავიდ გოფინი 6:3, 6:4 დაამარცხა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა მცირე კომენტარი გააკეთა.

“ეს სეზონი ყველაფრით განსაკუთრებული იყო. ვცდილობ თითოეული მატჩიდან სიამოვნება მივიღო. ჩემი მაჯა კარგად არის. ჩემი მთავარი მიზანია სეზონი ჯანმრთელმა დავამთავრო”- განაცხადა დელ პოტრომ.

ბაზელის ტურნირის 1/4-ფინალში დელ პოტრო იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166368