ცსკა-ს სერბი გამთამაშებელი სერბი მილოშ ტეოდოსიჩი ევროლიგაზე ჩაგდებული ქულებით მეცხრე ადგილზე გადავიდა.
ევროლიგის მეოთხე ტურში ცსკა-მ “უნიქსი” (98:80) დაამარცხა. მილოშმა 16 ქულა ჩააგდო და ევროლიგის ისტორიაში სულ 2397 ქულა დაუგროვდა, ხოლო ჯონ რობერტ ჰოლდენს 2388 ქულა აქვს.
ევროლიგის ისტორიაში საუკეთესო მექულე “ბარსელონას” ლეგენდა ხუან კარლოს ნავაროა (3922 ქულა).









