კალათბურთი

0:00 | 30.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017-ის ერთ-ერთმა მასპინძელმა ისრაელმა პარტნიორად ლიტვა აირჩია

ფინეთის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო ისრაელის კალათბურთის ფედერაციამ და ევრობასკეტ 2017-ზე პარტნიორ ქვეყნად ლიტვა აირჩია. შესაბამისად ამ ქვეყნების ნაკრებები ერთ ჯგუფში იასპარეზებენ. მანამდე ფინეთმა პარტნიორად ისლანდია აირჩია, ახლა კი ჯერი კიდევ ორ მასპინძელ თურქეთსა და რუმინეთზეა. ტურნირის კენჭისყრა 22 ნოემბერს გაიმართება.

ევრობასკეტ 2017 ზემოთნახსენებ ოთხ ქვეყანაში გაიმართება. ჯგუფიდან გასული 16 საუკეთესო ნაკრები კი საბოლოოდ თურქეთში შეიკრიბება, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161901