ჩინურ ქალაქ ჟუჰაიში WTA ELITE TROPHY-ის ტურნირი დაიწყო, სადაც წყვილთა თანრიგში ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა გერმანელ ტატიანა მარიასთან ერთად გამოდის.
ქართულ-გერმანული წყვილი “ლოტუსის” ჯგუფში ასპარეზობს და პირველ შეხვედრაში ესპანურ-სლოვენიურ წყვილთან ანდრეა კლეპაჩი – არანჩა პარა სანროიასთან 1:6, 6:7 (1:7) დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ესპანურ-სლოვენიურმა წყვილმა დამაჯერებლად იმარჯვა, მეორე პარტიაში კი ტატიანა მარია კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ოქსანა კალაშნიკოვას გადამწყვეტ მომენტებში არაფერი გამოდიოდა, რის გამოც საბოლო ჯამში დამარცხდნენ.
3 ნოემბერს ქართულ-გერმანული დუეტი ჩინურ წყვილს იან ჟაოქსუანი – იუ ქსიაოდის შეხვდება.







