,,სოხუმის“ ასაკობრივ გუნდებს მამიდა და ძმისშვილი ლიკა და ალექსანდრე ქაჯაიები ხელმძღვანელობენ. კონკრეტულად, ვეტერანი კალათბურთელი ლიკა ქაჯაია 14 წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობს, ხოლო ალექსანდრე მისი ასისტენტია. 16 წლამდელებში კი პირიქითაა - მთავარი მწვრთნელი ალექსანდრეა, ხოლო ლიკა ასისტენტი.
შეგახსენებთ, რომ ლიკა ქაჯაია პარალელურად სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმის“ მთავარი მწვრთნელის ნუგზარ ჭეიშვილის ერთ-ერთი ასისტენტია.







