ავტოსპორტი

0:53 | 4.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაუნი: შუმახერი იმედისმომცემ ნიშნებს ავლენს

„ფერარის“ და „ბენეტონის“ ყოფილი ტექნიკური დირექტორი, „ბრაუნის“ ყოფილი მფლობელი და „მერსედესის“ ფ1-ის გუნდის ყოფილი შეფი როს ბრაუნი ამბობს, რომ ფ1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი იმედისმომცემ ნიშნებს ავლენს.

შუმახერი ბრაუნის თანაგუნდელი იყო „ბენეტონში“, „ფერარისა“ და „მერსედესში“, რომელთაგან თავისი ტიტულები პირველ ორში მოიპოვა. 2013 წლის ბოლოს კი, სამთო თხილამურებით სრიალისას, ინციდენტი შეემთხვა, რომლის დროსაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო. კომაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ, მან კრიზისი კი დაძლია, თუმცა ჯერაც მკურნალობის კურსს გადის.

ამჟამად ის ჟენევაში, საკუთარ ვილაში მკურნალობს და სარეაბილიტაციო კურსს გადის. ოჯახი ცდილობს, რომ მასზე ინფორმაცია არ გავრცელდეს, რათა ყველანაირი სპეკულაცია გამოირიცხოს. ბრაუნი ამბობს, რომ ამას ითვალისწინებს და შუმახერის მდგომარეობაზე ამბობს მხოლოდ იმას, რომ ფ1-ის ყველაზე ტიტულოვანი პილოტის მდგომარეობა იმედისმომცემია.

„ჩვენ ყველანი ვლოცულობთ იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იმედისმომცემ ნიშნებს ვამჩნევთ, თუმცა ოჯახის სურვილის გათვალისწინებით, ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მიხაელის მდგომარეობაზე ბევრი სპეკულაცია ვრცელდება, მაგრამ მათი უმეტესობა სიმართლეს არ შეესაბამება. იმედი გვაქვს, ერთ მშვენიერ დღეს გარეთ ვიხილავთ, გამოჯანმრთელებულს და საღს“, - ამბობს ბრაუნი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094297