კალათბურთში სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრებმა’’ ახალი ლეგიონერი, 1991 წელს დაბადებული ამერიკელი უკანახაზელი, დერმელ ტეილორი(192ს) დაიმატა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,მგზავრების’’ პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.
‘’დერმელი ბოლოს აშშ-ს ერთ-ერთი კოლეჯის გუნდში თამაშობდა. დღევანდელ შეხვედრაში, სადაც ჩვენი მეტოქე ,,დინამო’’ იქნება, ტეილორიც ითამაშებს’’- გვითხრა შანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტეილორი გუნდში ტრავმირებული დევინ ფოსტერის ნაცვლად აიყვანეს, რომელმაც ,,მგზავრები’’ უკვე დატოვა.







