ფეხბურთი

13:30 | 6.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ინფონეტი" ესტონეთის ჩემპიონი პირველად გახდა

ტალინის "ინფონეტი" ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა. გუნდმა 36 ტურში 80 ქულა მოაგროვა და მეორეადგილოსან "ლევადიას" 2 ქყლით გაუსწრო. მესამე პოზიციაზე "კალიუ" გავიდა. გასული სეზონის გამარჯვებული "ფლორა" კი მეოთხე ადგილს დასჯერდა.

"ინფონეტი" 2002 წელს დაარსდა. 2012 წელს გუნდმა მეორე დივიზიონი მოიგო და მას შემდეგ უმაღლეს ლიგაში თამაშობს. გასულ სეზონში ტალინური გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის საკვაფიკაციო ეტაპზეც ითამაშა, თუმცა "ჰართსთან" ორი მატჩის ჯამში 3:6 დამარცხდა.

თეგებიინფონეტი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168228