სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:43 | 7.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რონალდუმ “რეალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის იტყობინება, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, რონალდუ “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება. მხარეებს შორის აქამდე არსებული დოკუმენტი 2018 წლამდე იყო გათვლილი. ახალი კონტრაქტის ვადის ამოწურვის დროს კი კრიშტიანუ 36 წლის იქნება.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასახელებულა ახალი შეთანხმების ფინანსური დეტალები, თუმცა ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი ვარსკვლავი წლიურად 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსები დაემატება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172929