ვეტერანმა პარაგვაელმა თავდამსხმელმა როკე სანტა კრუზმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 35 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა:
“რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, თუმცა ჩემი მოაღვაწეობა ნაკრებში დასრულებულია. ამიერიდან ჩემს დროს მთლიანად კლუბს დავუთმობ”, - განაცხადა ასუნსიონის “ოლიმპიას” მოთამაშემ.
როკე სანტა კრუზს პარაგვაის ნაკრებში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა და სამხრეთამერიკელთა რიგებში 111 თამაშში 32 გოლი გაიტანა. ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო 2002 და 2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებში. საკლუბო კარიერის განამვლობაში კი ბევრ გუნდში უთამაშია, მათ შორის მიუნხენის “ბაიერნსა” და “მანჩესტერ სიტიში”.







