მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფს საფრანგეთის ნაკრები ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. მეოთხე ტურის სასტარტო მატჩში “მამლებმა” “სტად დე ფრანსზე” შვედეთი მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც სძლიეს. აღნიშნული თამაშის წინ ორივე გუნდის აქტივში 7-7 ქულა იყო, რაც მატჩის დატვირთვას კიდევ უფრო ზრდიდა.
უგოლო პირველი ტაიმის მერე ბევრისთვის მოულოდნელად სკანდინავიელები წინ გავიდნენ ემილ ფორსბერგის გოლით. თუმცა, შვედების სიხარული დიდხანს არ გაგრძებულა და პოლ პოგბასა და დიმიტრი პაიეს გოლებით 11 წუთში უკვე მასპინძლები იგებდნენ. დარჩენილ დროში კი ანგარიში აღარ შეცვლილა და დიდიე დეშამის გუნდი გალიდერდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე ტურის დარჩენილი ორი თამაში ჯერ კიდევ გასამართია (13 ნოემბერს), საფრანგეთი ჯგუფში ლიდერობას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს, რადგან მესამე ადგილზე ამჟამად მყოფ ჰოლანდიას მხოლოდ 4 ქულა გააჩნია.
საფრაგეთი – შვედეთი 2:1 (0:0) VIDEO
გოლები: 0:1 ფორსბერგი (54), 1:1 პოგბა (58), 2:1 პაიე (65)
| 1. | საფრანგეთი | 4 | 3 | 1 | 0 | 7:2 | 10 | |
| 2. | შვედეთი | 4 | 2 | 1 | 1 | 6:3 | 7 | |
| 3. | ჰოლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 5:3 | 4 | |
| 4. | ბულგარეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 5:10 | 3 | |
| 5. | ბელარუსი | 3 | 0 | 2 | 1 | 2:5 | 2 | |
| 6. | ლუქსემბურგი | 3 | 0 | 1 | 2 | 4:6 | 1 |
შემდეგი ტური – 13 ნოემბერი
ბულგარეთი – ბელარუსი
ლუქსემბურგი – ჰოლანდია







