მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა D ჯგუფში, სადაც ირლანდიამ სტუმრად ავსტრია ჯეიმს მაქლინის გოლის წყალობით დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა.
უელსი სერბეთთან მატჩში მოგებასთან ახლოს იყო. გარეთ ბეილმა მასპინძლები 30-ე წუთზე დააწინაურა. თანაბარი თამაში გახლდათ, თუმცა მატჩის ბოლოსკენ სტუმრებმა მაინც იმძლავრეს და "ნიუკასლის" თავდამსხმელმა ალექსანდარ მიტროვიჩმა ზუსტი დარტყმით ბალკანალებს ქულა მოუტანა.
საქართველომ ამავე ჯგუფში "დინამო არენაზე" მოლდოვა ვერ დაამარცხა (1:1) და ბოლოდან მეორე ადგილზეა. სერბეთს 8 ქულა აქვს და მხოლოდ ლიდერ ირლანდიას (10) ჩამორჩება. უელსი (6) და ავსტრია (4) კი მესამე-მეოთხე ადგილებზე იმყოფებიან.
ავსტრია - ირლანდია 0:1 (VIDEO)
უელსი - სერბეთი 1:1 (VIDEO)







