ფეხბურთი

14:50 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

G ჯგუფი: ბელოტიმ გაიბრწყინა, ესპანეთმა იოლად მოიგო (+VIDEO)

G ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის სამი მატჩი გაიმართა და ლიდერებმა იტალიამ და ესპანეთმა იოლი გამარჯვებები მოიპოვეს.

"სკუადრა აძურამ" სტუმრად ლიხტენშტეინი 4:0 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში კი ანდრეა ბელოტიმ გაიბრწყინა. "ტორინოს" 22 წლის თავდამსხმელმა ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა ჩირო იმობილეს გაუკეთა. მეოთხე გოლი სტუმართაგან ანტონიო კანდრევამ გაიტანა. ბელოტის ნაკრებში ოთხ მატჩში 3 გოლი დაუგროვდა, საკლუბო დონეზე კი იტალიის ჩემპიონატში 10 შეხვედრაში თავი 8-ჯერ გამოიჩინა და 4-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო 54 მატჩია იტალიას წაგება არ აქვს (40 მოგება, 14 ფრე).

ესპანეთის ნაკრებმა მაკედონია გრანადაში 4:0 დაამარცხა. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ბოლო 56 მატჩში "ფურია როხას" წაგება არ აქვს (43მ, 13ფ).

ამავე ჯგუფში ისრაელმა ალბანეთი სტუმრად 3:0 დაამარცხა. მასპინძლები უხეშად თამაშობდნენ და 55 წუთის შემდეგ მოედანზე უკვე 9 კაცით იყვნენ. სტუმრებს მეოთხე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენეს.

ამრიგად, ამ ჯგუფში ესპანეთს და იტალიას 10-10 ქულა აქვთ და "ფურია როხა" კონკურენტს მხოლოდ ბურთების უკეთესი მაჩვენებლით უსწრებს. მესამე ადგილზე 9 ქულით ისრაელია, მის მდევარ ალბანეთს კი 6 ქულა აქვს. ჯგუფის აუტსაიდერები ლიხტენშტეინი და მაკედონია ჯერ კიდევ უქულოდ იმყოფებიან.

ლიხტენშტეინი - იტალია 0:4 (VIDEO)

ესპანეთი - მაკედონია 4:0 (VIDEO)

ალბანეთი - ისრაელი 0:3 (VIDEO)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170489