ფეხბურთი

16:04 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

I ჯგუფი: ხორვატია ერთპიროვნულად გალიდერდა (+VIDEO)

მსოფიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სამი მატჩი გაიმართა I ჯგუფში, სადაც მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში ხორვატიამ ზაგრებში ისლანდია მარსელო ბროზოვიჩის დუბლის წყალობით დაამარცხა. ამ გამარჯვებით ხორვატიას 10 ქულა დაუგროვდა და ერთპიროვნულად გალიდერდა.

ისლანდიის პირველი წაგებით ისარგებლა უკრაინის ეროვნულმა გუნდმა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ანდრეი შევჩენკოს შეგირდებმა ოდესაში ფინეთი 1:0 დაამარცხეს და 8 ქულა მოუგროვდათ.

პირველი გამარჯვება იზეიმა თურქეთმა, რომელმაც ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერი კოსოვო 2:0 დაამარცხა. თურქებს 5 ქულა აქვთ.

ხორვატია - ისლანდია 2:0 (VIDEO)

უკრაინა - ფინეთი 1:0 (VIDEO)

თურქეთი - კოსოვო 2:0 (VIDEO)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0912