ფეხბურთი

22:37 | 14.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში ოქტომბრის საუკეთესოები გამოავლინეს

ესპანეთის ლა ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ვიგოს “სელტას” ფორვარდი იაგო ასპასი გახდა. 29 წლის თავდასხმელმა გასულ თვეში 4 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლის გატანა შესძლო. მან ორ-ორჯერ დალაშქრა “დეპორტივოსა” და “ლას პალმასის” კარი, ხოლო ერთი ბურთი “ბარსელონას” გაუტანა. სხვათა შორის გამოცდილ ფეხბურთელს კარგი თამაში იმითაც დაუფასდა, რომ ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს.

ამავე თვის საუკეთესო მწვრთნელი კი, “სევილიას” დამრიგებელი ხორხე სამპაოლი გახდა. ჩილელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით “დალაქებმა” ოქტომბერში ლა ლიგის 4 ტურში 10 ქულის მოპოვება მოახერხეს.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.175222