პერ-მატიას ჰოგმომ ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ჰოგმოს გუნდიდან წასვლის მიზეზი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უშედეგო თამაში იყო. ნორვეგიამ 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ისიც აუტსაიდერი სან მარინოს ნაკრები შინ 4:1 დაამარცხა.
პერ-მატიასი ეროვნულ გუნდს სათავეში 2013 წლიდან ედგა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 35 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა, ხოლო 18 შეხვედრაში მარცხი განიცადა.







