სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმის’’ ცენტრალურ თავდამსხმელს, უკრაინელ ლეგიონერ ოლექსანდრ რიხლიუკს (10,06,84. 208 სმ.) მარცხენა ხელის თითი აქვს მოტეხილი და ამის გამო მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურში ვერ ითამაშებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს კლუბის დირექტორმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ რიხლიუკმა ხელის თითი ჩემპიონატის მეხუთე ტურში, ,,ოლიმპთან’’ შეხვედრის დროს მოიტეხა.







