კალათბურთი

18:32 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი ოპერაციის გაკეთებას აპირებს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი ამ თვეში მარჯვენა მუხლზე სავარაუდოდ ბელგიაში ოპერაციის გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ worldsport.ge- ს მანუჩარის ძმამ, ვეტერანმა კალათბურთელმა გიორგი მარკოიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მანუჩარს მუხლის ტრავმა კარგა ხანია, რაც აწუხებს და ამის გამო საქართველოს ნაკრებს ევრო 2017-ს შესარჩევ ტურნირში ვერ დაეხმარა. იგი ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ,,დარუშაფაკას“ კალათბურთელია და ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში არც იქ უთამაშია.

იმედია, მანუჩარი მალე გამოჯანმრთელდება და როგორც ნაკრებს, ისე მის გუნდს დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164706