კალათბურთი

17:07 | 23.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ქუთაისის“ 20-წლამდელებს გიორგი პირტახია ხელმძღვანელობს

საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატის მონაწილე ,,ქუთაისის“ გუნდს ვეტერანი კალათბურთელი გიორგი პირტახია ხელმძღვანელობს, რომელიც წლების განმავლობაში ,,ქუთაისის“ გუნდში თამაშობდა. პირტახიას ასისტენტი კახაბერი დარახველიძეა, ის პარალელურად ,,ქუთაისის“ პირველ გუნდში მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის ასისტენტადაც მუშაობს. ამის შესახებ worldsport.ge-ს თავად პირტახიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატში ,,ქუთაისს“ სამი თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც ორი მოიგო და ერთპიროვნულ ლიდერ ,,ჰიუნდაისთან“ კი დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091105