უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი გარეტ ბეილი 29 ნოემბერს მარჯვენა მუხლის ოპერაციას გაიკეთებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
როგორც BBC-ი იუწყება, ფეხბურთელის ტრავმის სირთულიდან გამომდინარე, ფეხბურთელს მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში მკურნალობა მოუწევს. ბეილმა დაზიანება ლისაბონის "სპორტინგთან" გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში მიიღო.





