ჭადრაკი

10:22 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველმა ლიგამ უმაღლესის წევრები დაასახელა

დასრულდა მოჭადრაკე ქალთა პირველი ლიგის შესარჩევი ტურნირი, რომელსაც საქართველოს 74 -ე ეროვნული ჩემპიონატის ხუთი მონაწილე უნდა დაესახელებინა. ასპარეზობას, რომელშიც 28 სპორტსმენი მონაწილეობდა, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა. I-V ადგილები გაინაწილეს და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს მირანდა მიქაძემ (7 ქულა), თამარ წერეთელმა, სოფიო გვეტაძემ (6,5-6,5), ანა კუჭავამ და ნინო ხურციძემ (6,0-6,0)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091222