დასრულდა მოჭადრაკე ქალთა შორის 2015- 2016 წლების გრან პრის გათამაშების ბოლო ეტაპი, რომელსაც ქალაქი ხანტი - მანსიისკი (რუსეთი) მასპინძლობდა. როგორც ეს ეტაპი, ასევე მთლიანად ტურნირი ჩინელი მოჭადრაკის ცზიუ ვენცზიუნის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
გრან პრის გათამაშების ბოლო ეტაპამდე ტურნირს ჰამპი კონერუ (ინდოეთი) ლიდერობდა, რომელიც ხანტი-მანსიისკში არ თამაშობდა. ბოლო ეტაპის მონაწილე მოჭადრაკეებიდან მხოლოდ ვენცზიუნს ჰქონდა კონერუს გადასწრების შანსი. მართალია, ვენცზიუნმა ტურნირი ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ფორმაში შევიდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ადგილი დაიკავა.
გრან პრის აღნიშნულ გათამაშებაში ოთხი ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი მონაწილეობდნენ. ბოლო ეტაპზე ძაგნიძე ისვენებდა. დანარჩენი მოჭადრაკეებიდან ხანტი-მანსიისკში ყველაზე კარგად ბაციაშვილმა ითამაშა. ნინო დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა და საბოლოოდ მე-2 ადგილით დაკმაყოფილდა. თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინეს ხოტენაშვილმა და ჯავახიშვილმა. მათგან ხოტენაშვილის მეცხრე ადგილი ერგო, ხოლო ჯავახიშვილმა პოგონინასთან ერთად მეათე-მეთერთმეტე ადგილები გაიყო.
22 მონაწილეს შორის ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე კარგი შედეგი ბაციაშვილმა აჩვენა, რომელმაც 245 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. 205 ქულით ძაგნიძე მეთერთმეტე იყო, ხოტენაშვილი (110) მეთვრამეტე, ხოლო ჯავახიშვილი(100) მეოცე.
მე-11 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ჟუკოვა- ჯავახიშვილი 0,5-0,5
ვენცზიუნი- პოგონინა 0,5-0,5
გირია - ბაციაშვილი 0,5- 0,5
ხოტენაშვილი-ხადემალშარეხი 0,5-0,5
ჰარიკა - სკრიპჩენკო 1:0
კოსტენიუკი-გირია 0:1
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
1.ვენცზიუნი 7,5(ქულა)
2.ბაციაშვილი 6,5
3.გუნინა 6,0
4.ხადემალშარეხი 6,0
5.გირია 6,0
6.ჰარიკა 6,0
7.კოსტენიუკი 6,0
8.ჟუკოვა 5,5
9.ხოტენაშვილი 5,0
10.ჯავახიშვილი 4,5
11.პოგონინა 4,5
12.სკრიპჩენკო 2,5
გრან პრის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
1.ცზჯუ ვენცზიუნი (ჩინეთი) 413,3 (ქულა)
2.ჰამპი კონერუ (ინდოეთი) 335
3.ვალენტინა გუნინა (რუსეთი) 287
4.ალექსანდრა კოსტენიუკი(რუსეთი) 277
5.დრონოვალი ჰარიკა(ინდოეთი) 272
6.ჟაო ქსუე (ჩინეთი) 250
7.ნინო ბაციაშვილი(საქართველო) 245
8.ანა მუზიჩუკი(უკრაინა) 223,3
9.მარია მუზიჩუკი (უკრაინა) 220
10.სარასადატ ხადემალშარეხი (ირანი) 212
11.ნანა ძაგნიძე (საქართველო) 205
12.ნატალია პოგონინა(რუსეთი) 195
13.ანტუანეტა სტეჰანოვა (ბულგარეთი) 173,3
14.ჰოუ იფანი (ჩნეთი) 160
15.ოლგა გირია (რუსეთი) 157
16.ნატალია ჟუკოვა(უკრაინა) 140
17.პია კრამლიონგი (შვედეთი) 125
18.ბელა ხოტენაშვილი(საქართველო) 110
19.ელმირა სკრიპჩენკო(საფრანგეთი) 110
20.ლელა ჯავახიშვილი(საქართველო) 100
21.ტან შონგი (ჩინეთი) 20
22.ელინა დანიელიანი(სომხეთი) 20
იფანს, შონგსა და დანიელიანს მხოლოდ თითო ეტაპზე აქვთ მონაწილეობა მიღებული.









