მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მოულოდნელი შედეგი პირველი წრის პირველ ტურში დაფიქსირდა, როდესაც თბილისში სუპერლიგის დებიუტანტმა ,, კაკტუსმა’’ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ,,ქუთაისს’’ სამი ქულის სხვაობით 79: 76 მოუგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასპინძლებს რევანშისათვის უნდა ეზრუნათ. 93: 82 გაიმარჯვეს მასპინძლებმა და რევანში შედგა.
დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი შესუსტებული შემადგენლობით შეხვდა. მასპინძლებმა სერბი ლეგიონერი დრაგან ტუბაკი მოისაკლისეს, ხოლო სტუმრებს ოთხი კალათბურთელი აკლდათ. ტრავმების გამო ირაკლი ჩლაიძემ, კირილე ტატუნაშვილმა, ტერიკ ბრიჯმანმა და ამონაშვილმა ვერ შეძლეს პარკეტზე გასვლა.
მთელი შეხვედრის განმალობაში მასპინძლები ლიდერობდნენ, რომლებმაც გუნდური თამაში აჩვენეს. მათგან განსხვავებით, სტუმართა შორის მხოლოდ ორი კალათბურთელი ბექა ჩიკვილაძე და დავით ლომიძე იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე. მეორე ტაიმში ამერიკელი ლეგიონერი ჯონ ფლოვიესიც გამოფხიზლდა, მაგრამ არჩილ ჟღენტის შეგირდებმა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 28 ქულა ჩიკვილაძემ დააგროვა. ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა დავიღთ ლომიძეს, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა და 9 მოხსნაა.13 ქულითა 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ფლოვიესმა შეასრულა. ,,ქუთაისის’’ მხრიდან ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა ბექაურმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა და 13 მოხსნაა.
,,ქუთაისი’’- ,,კაკტუსი’’ 93 : 82
(24 : 17, 20: 18, 32: 22, 17: 25)







