კალათბურთი

20:19 | 7.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,დელტა’’ დაწინაურდა

,,ა’’ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე მარნეულის ,,დელტამ’’ და თბილისის ,,ტიტებმა’’ დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარეს, რომელსაც თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

შეხვედრა ,,დელტას’’ უპირატესობით დაიწყო და ასევე გაგრძელდა. ,,ტიტებმა’’ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს დაწინაურება-66:64, მაგრამ ,,დელტამ’’ მალე შეძლო დაკარგული უპირატესობის მოპოვება და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა- 85: 73.

მარნეულელთა გამარჯვებაში ლომის წილი მძიმე ფორვარდმა ირაკლი ალხანაიძემ შეიტანა, რომელმაც 28 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და ამ შეხვედრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ალხანაიძის თანაგუნდელი, ამერიკელი ლეგიონერი კელვინ დაუნსი, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 11 მოხსნაა.

24 ქულითა და 11 მოხსნით ,,ტიტებს’’ ამერიკელმა ლეგიონერმა არმან ფლამიგანმა ულიდერა. გუნდის კაპიტნისა და ერთ-ერთი მეპატრონის ლაშა გამყრელიძის ანგარიშზე 12 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნაა.

ამ გუდების მეორე შეხვედრა 15 დეკემბერს ჩატარდება და ამის შემდეგ გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც ,,ა’’ ლიგის საგზურს მიიღებს. რაც შეეხება ამ ეტაპზე ხელმოცარულ გუნდს, იგი ,,ა’’ ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ამჯერად ამ ლიგის მეექვსეადგილოსან გუდს, ორმატჩიან სერიაში დაუპირისპირდება და ,,ა’’ ლიგას მათ შორის საუკეთესო შეავსებს.

,,დელტა’’- ,,ტიტები“’ 85: 73

(30: 23, 15: 12, 16: 24, 24: 14)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090889