სუპერლიგის მონაწილე ,,კაკტუსის’’ ამერიკელი ლეგიონერი, ფორვარდი ტერიკ ბრიჯმენი (06. 07.93, 198 სმ) კოჭის ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ worldsport.ge-სთან საუბარში ,,კაკტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განაცხადა.
,,ბრიჯმანი ჯერჯერობით მსუბუქად ვარჯიშობს და ბუნებრივია, რომ მომდევნო ტურში ,,ბათუმთან“ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე ვერ ითამაშებენ ტრავმირებულები კირილე ტატუნაშვილი და ოთარ ამონაშვილი“,- გვითხრა ჟღენტმა.







