სუპერთასისა და დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული „დინამოს“ ფორვარდ ლევან ფაცაციას (24.09.88, 198 სმ) თამაში მიმდინარე ჩემპიონატის მე-10 ტურში სათუო ყოფილა. ამის შესახებ worldsport.ge-ს „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.
„მე-9 ტურში ფაცაციამ მცირე ტრავმა მიიღო და მისი თამაში ამიტომაა სათუო“, - გვითხრა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო“ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და ჯერჯერობით წაუგებლად ასპარეზობს.







