საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურში, ,,ქუთაისი’’- ,,რუსთავის’’ შეხვედრის დროს, მასპინძელთა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ თორმეტი ზუსტი პასი გააკეთა და მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ,,დინამოს’’ ამერიკელ ლეგიონერს, გამთამაშებელ დეონტა ვონს აქვს დამყარებული.
შეგახსენებთ, რომ ვონმა აღნიშნული შედეგი მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში, ,,ოლიმპთან’’ თამაშის დროს აჩვენა.









