კალათბურთში საქართველოს ოცწლამდელთა ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ,,სოხუმმა’’ მეორე ადგილზე მყოფ ,,ქუთაისს’’ უმასპინძლა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ, მაგრამ პროგნოზის საპირისპიროდ ზღვისპირელებმა 91:78 შეძლეს მეტოქის დამარცხება, უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და აუტსაიდერობას თავი დააღწიეს.
სოხუმელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი რევაზ ჩიქოვანმა(18ქ. 31მ.), ტატო ზუზაძემ(30ქ.) და რომა კვერნაძემ(16ქ. 11მ.) შეიტანეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩიქოვანის მიერ გაკეთებული 31 მოხსნა. კალათბურთში, ერთ შეხვედრაში, ერთი სპორტსმენის მიერ გაკეთებული მოხსნების ასეთი რაოდენობა ძალზე იშვიათი შემთხვევაა.
სატურნირო მდგომარეობა 14 დეკემბრისათვის
| 1 | ჰიუნდაი | 6 | 6 | 0 | 12 |
| 2 | ქუთაისი | 6 | 4 | 2 | 10 |
| 3 | არმია | 6 | 4 | 2 | 10 |
| 4 | სოხუმი | 7 | 2 | 5 | 9 |
| 5 | რუსთავი | 6 | 1 | 5 | 7 |
| 6 | ზაზა | 5 | 1 | 4 | 6 |







