საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მეოთხე ტურში დაგეგმილი ,,ოლიმპი’’- ,,ქუთაისის’’ შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ქუთაისის’’ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.
,,აღნიშული მატჩის გადადება ,,ოლიმპის’’ ხელმძღვანელობამ მოითხოვა, რომლის კალათბურთელთა გარკვეული ნაწილი გრიპის ვირუსითაა დავადებული.“ - გვითხრა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ოლიმპი’’- ,,ქუთაისის’’ შეხვედრის ჩატარება 17 დეკემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 16:00 საათზე იყო დაგეგმილი.







