ავტოსპორტი

22:46 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ როსბერგის შემცვლელს წელს არ დაასხელებს

„მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ახალ (და გადამდგარ) ჩემპიონ ნიკო როსბერგის შემცვლელს წელს არ დაასახელებს. როსბერგის მიერ ფორმულა 1-დან წასვლის გადაწყვეტილებამ, სამქიმიანებს მოულოდნელი თავსატკივარი გაუჩინა. მათ გუნდში შემდგარი ვარსკვლავის მოყვანა სურთ, მაგრამ პრაქტიკულად ყველა დაკავებულია.

როგორც ჩანს, კანდიდატურების განხილვები და მათთან მოლაპარაკება გრძელდება. გერმანულ გუნდს არ სურს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება. პირველი კანდიდატი ფერნანდო ალონსო იყო, მაგრამ მასთან მოლაპარაკება ხანმოკლე აღმოჩნდა, რის შემდეგაც, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გამოაცხადა, რომ მესამე ტიტულის მოპოვება „მაკლარენთან“ ერთად სურს.

ჩემპიონები ვერც ვალტერი ბოტასის „უილიამსიდან“ გადმობირებას ახერხებენ, თუმცა ეს საკითხი ბოლომდე დახურული არაა. ნიკი ლაუდა ამბობს, რომ გუნდისთვის როსბერგის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. „მერსედესს“ სურდა, რომ შემცვლელი რაც შეიძლება, სწრაფად მოეძებნა, მაგრამ გამოცდილი და სწრაფი პილოტის მოყვანა ასე ადვილი არ ყოფილა. ლაუდას თქმით, ამ საკითხზე მუშაობა 3 იანვარს განახლდება.

ბოტასის გარდა, ყველაზე რეალური კანდიდატი პასკალ ვერლაინია, რომელმაც აუტსაიდერ „მენორში“ კარგი გამოსვლებით დაგვამახსოვრა თავი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096022