ფეხბურთი

0:55 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველის ერიკ ბაილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და თამაშს უახლოეს პერიოდში შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას აფრიკელი ფეხბურთელი სოციალური ქსელის Twitter–ის მეშვეობით ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება ოთხშაბათს “კრისტალ პალასთან” მოგებულ (2:1) საგარეო მატჩში მიიღო და 52-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდგომ დადგინდა, რომ ერიკის ტრავმა სერიოზული არაა.

“მოხარული ვარ გაუწყოთ, რომ ჩემი ტრავმა სერიოზული არაა. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე დავეხმარები ჩემს გუნდს. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!” – ასეთი პოსტი გამოაქვეყნა “წითელი ეშმაკების” მცველმა.

ბაილიმ მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისური ყველა ტურნირზე 16-ჯერ მოირგო.

თეგებიერიკ ბაილი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.098472