საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურში, ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი "დინამო" სრული შემადგენლობით იასპარეზებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,დინამოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ,,დინამომ’’ მიმდინარე ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრა გრიპის ვირუსით დაავადებული კალათბურთელების მიხეილ ჭოჭუას (10.04.87, 194 სმ), ქრისტოფერ ოლივიეს(27.03.92, 205 სმ) და დეიონ ბერნარდის(01.09.93, 206 სმ) გარეშე ჩაატარა.
აღნიშნულ ტურში ,,დინამო’’ სტუმრად მესამე ადგილზე მყოფ ,,რუსთავს’’ შეხვდება.







