კალათბურთი

21:14 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,სოხუმმა’’ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის ბოლოსწინა, მეექვსე ტური ბათუმში ადგილობრივი ,,ბათუმისა’’ და ,,სოხუმის’’ შეხვედრით გაიხსნა.

ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრამ, რომელიც ,,ბათუმმა’’ ერთი ქულის სხვაობით 91:90 მოიგო, უაღრესად დაძაბულად ჩაიარა . კარგ ფორმაში მყოფმა ,,სოხუმმა’’ დღეს შეძლო რევანშის აღება, 88: 78 დაამარცხა მეტოქე და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ,,სოხუმი’’ ლიდერობდა. მასპინძლებმა მხოლოდ ერთხელ მესამე მეოთხედში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება - 33:33, წინ გასვლა კი ერთხელაც ვერ მოახერხეს.

კარგ ფორმაში იმყოფება სოხუმელი ოთარ ბულიავა, რომელიც რამდენიმე ტურია შესანიშნავად გამოიყურება. ბულიავას თავი არც ამ შეხვედრაში შეურცხვენია და 28 ქულით ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო. მისი თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლები უეიდ ლათანმა(19ქ. 11მ.) და ალექსანდრ ტიშჩენკომ(11ქ. 10მ.) შეასრულეს.

მასპინძელთა შორის 20ქულით ყველაზე შედეგიანი ილია შემოსიუკი იყო. 16 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ქრისტოფერ ფელჩერმა შეასრულა.

,,ბათუმი’’ - ,,სოხუმი’’ 78: 88

(22: 27, 15: 18, 23: 20, 18: 23)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097079