კალათბურთი

15:37 | 25.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

შარაბიძის შედეგიანი მატჩი მაკედონიის ჩემპიონატში

ქართველი ცენტრის გიორგი შარაბიძის "ფენი ინდუსტრიმ" მაკედონიის ჩემპიონატში მეოთხეადგილოსანი "კოზუვი" შინ 88:82 დაამარცხა. გიორგიმ კი აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს მატიას ცესკოვიჩთან ერთად 19 ქულით ულიდერა. შარაბიძეს ყველაზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა - 30.

ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმო სროლიდან მიზანში 3 წაუვიდა. გიორგიმ ასევე 8 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა. შარაბიძემ მოედანი 5 ჯარიმის გამო ვადაზე ადრე დატოვა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 7-ჯერ დაარღვიეს.

ამრიგად, "ფენი ინდუსტრი" ჩემპიონატში მეორე ადგილზე 7 მოგებით და 1 მარცხით იმყოფება და "რაბოტნიჩკს" ჩამორჩება.

0.088917