კალათბურთი

12:56 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,ჰიუნდაიმ’’ ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო

საქართველოს ოცწლამდე ვაჟ კალათბურთელთა ჩემპიონატში მორიგი მეცხრე ტურის შეხვედრები ჩატარდა.

ამჯერადაც დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ,,ჰიუნდაის’’ მონაწილეობით, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ,,ქუთაისს’’ სტუმრად ეთამაშებოდა. ვარაუდი იმისა, რომ ქუთათურები, რადგან შინ თამაშობდნენ, მეტოქეს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, არ გამართლდა. ნიკო ჩერქეზიშვილის შეგირდებმა იოლ წარმატებას მიაღწიეს, დიდი ანგარიშით 74:53 დაამარცხეს მეტოქე და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვეს.

სტუმართა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ალექსანდე ფევაძემ შეიტანა, რომელმაც 30 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ფევაძის თანაგუნდელი ლუკა გიორგაძე, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა და 15 მოხსნაა. ქუთათურთა შორის 19 ქულითა და 11 მოხსნით ყველაზე შედეგიანი ლადო ფურცხვანიძე იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.076789