სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრებმა’’ ახალი ლეგიონერი, ამერიკელი უკანახაზელი კორი ალენი (05.03.92, 185 სმ.) დაიმატა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,მგზავრების’’ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.
ალენი მესამე წელია რაც ევროპაში, კონკრეტულად კი ალბანეთის ,,ვლაჟნიაში’’ თამაშობს. არის ამ ქვეყნის ორგზის ჩემპიონი. ერთხელ იყო ვიცე-ჩემპიონი.
შეგახენებთ, რომ სუპერლიგის აუტსაიდერ ,,მგზავრებს’’ ამ სეზონში ნამდვილად არ უმართლებს. სხვადასხვა მიზეზით გუნდი მიმდინარე სეზონში ოთხმა წამყვანმა კალათბურთელმა ბექა წივწივაძემ და ამერიკელმა ლეგიონერებმა ლევინ ფოსტერმა, კალებ კრეიტონმა და ზაქარი რეინოლდსმა დატოვეს.







